ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის გენშტაბი: ყირიმში С-400 და С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტები დავბომბეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში С-400 ტიპის ერთი და С-300 ტიპის ორი "ხმელეთი-ჰაერის" კლასის სარაკეტო სისტემა დაბომბეს.
"ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში წარმატებით მიიტანეს ოკუპანტთა С-400 ტიპის ერთ საზენიტო რაკეტაზე ჯანკოის რაიონში და ასევე მტრის С-300 ტიპის ორ საზენიტო რაკეტაზე ჩერნომორსკოესა და ევპატორიასთან". - წერია გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ ვერცერთი გაშვებული რაკეტა ვერ ჩამოაგდო.
როგორც განცხადებაში წერია, დარტყმების შემდეგ ჯანკოის, ჩერნომორსკოესა და ევპატორიის ტერიტორიებზე С-300/С-400 სისტემების რადართა მუშაობა შეწყდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.