არქივი12 ივნისი, 2024, 18:24
უკრაინამ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა. საბრძოლო მასალა სამ რაიონში აფეთქდა, სადაც საზენიტო-სარაკეტო სისტემები იყო განთავსებული.
დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.