უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა ATACMS-ის რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ATACMS-ის რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემაზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს. მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების უნარს, აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეების გამოვლენა და მოგერიება მოახდინო“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მხოლოდ 10 მსგავსი სარადარო სისტემა რჩება. თითოეულის ღირებულება კი 100 მილიონ დოლარზე მეტია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.