ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 რუსული დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 რუსული დრონი გაანადგურა

8 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 18 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

"საჰაერო ბრძოლის შედეგად მტრის 18 უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცკისა და ტერნოპოლსკის ოლქებში". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანაგარიშში.

გარდა ამისა, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

დრონები უკრაინის მიმართულებით პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან ააფრინეს. ასევე, ოკუპირებული ყირიმიდან რუსებმა ისკანდერის ტიპის 2 რაკეტა გაისროლეს.

რუსული იერიშის შედეგად ქალაქ ჩერნომორსკში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.