უკრაინის გენშტაბი – ოკუპანტებმა ერთ დღეში 55-ჯერ სცადეს პოკროვსკის მიმართულებით უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე წინსვლა

ფრონტზე 6 ნოემბერს 164 ბრძოლა გაიმართა, მათ შორის 55 პოკროვსკის მიმართულებით, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„რუსეთის ძალებმა ერთი სარაკეტო დარტყმა და 37 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ექვსი რაკეტის გამოყენებით და 95 მართვადი ბომბის ჩამოგდებით. გარდა ამისა, მათ განალაგეს 2 693 კამიკაძე დრონი და 3 839 საარტილერიო შეტევა განახორციელეს ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
დღის დასაწყისიდან ოკუპანტებმა 55-ჯერ სცადეს პოკროვსკის მიმართულებით უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე წინსვლა.
„მტერმა შეტევა მიიტანა კრასნი ლიმანის, ფედოროვკას, მირნოგრადის, ნიკანოროვკას, როდინსკეს, დოროჟნოეს, ნოვოპავლოვკას, ნოვოეკონომიჩნოეს, ლისოვკას, პოკროვსკის, კოტლინოს, უდაჩნოეს, მოლოდეცკოეს და ფილიალის დასახლებულ პუნქტებზე. ბრძოლები ზოგიერთ ადგილას კვლავ გრძელდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში