ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის გენშტაბი - პოკროვსკში მიმდინარეობს მოწინააღმდეგის დაბლოკვა, რომელიც ქალაქში შეღწევას ცდილობს

უკრაინის გენშტაბი - პოკროვსკში მიმდინარეობს მოწინააღმდეგის დაბლოკვა, რომელიც ქალაქში შეღწევას ცდილობს

მიმდინარეობს ზომების მიღება მოწინააღმდეგის დასაბლოკად, რომელიც პოკროვსკში შეღწევასა და თავმოყრას ცდილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გრძელდება აქტიური კონტრშეტევა მტრის ქვეითი ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ პოზიციების დაკავებას.
გენშტაბის ცნობით, დღის დასაწყისიდან, ოკუპანტებმა პოკროვსკის მიმართულებით უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე წინსვლა 93-ჯერ სცადეს.
შეტევები განხორციელდა მაიაკის, ნიკანოროვკას, ფედოროვკას, კრასნი ლიმანის, მიროლიუბოვკას, პოკროვსკის, ლისოვკას, ზვერევოს, ნოვოპავლოვკას, კოტლინოს, უდაჩნოეს, ნოვოსერგიევკას, მურავკას, ფილიალის და იალტის დასახლებებთან. ზოგიერთ ადგილას ბრძოლები კვლავ გრძელდება.
გენშტაბის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 5 ნოემბერს ამ ტერიტორიაზე მტრის 94 ჯარისკაცი გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.