უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მათ დაარტყეს რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრს „დუბნა“, რომელიც მოსკოვის ოლქში მდებარეობს

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მათ დაარტყეს რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრს „დუბნა“, რომელიც მოსკოვის ოლქში მდებარეობს. მათივე ცნობით, დარტყმას მოჰყვა ძლიერი კვამლი და მიყენებული ზარალი ზუსტდება.
„დუბნაზე“ დარყმას რუსეთის სახელმწიფო საინფორმატიცო სააგენტო ТАСС-იც ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ კავშირი და სატელევიზიო მაუწყებლოიბა არ შეწყვეტილა. „იღებენ ზომებს შეტევის შედეგების ლიკვიდაციისთვის“ ნათქვამია რუსების განცხადებაში.
უკრაინელი სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ დარტყმები მიიტანეს ქერჩის სრუტეში მდებარე პორტზე „კავკაზი“ და კრასნოდარის ოლქში მდებარე დრონების ოპერატორების მომზადების პოლიგონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია