უკრაინის არმია ამერიკული იარაღის ახალ პარტიას მიიღებს

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს სააგენტომ, რომელსაც თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები ეხება, 23 ივლისს გამოაქვეყნა პრესრელიზები უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების HAWK Phase III-ის, მათი ტექმომსახურებისა და დანადგარების და 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქვეითთა საბრძოლო მანქანების Bradley-ს მიყიდვის გადაწყვეტილების შესახებ.
თანხაში შედის Bradley-ების რემონტისთვის უკრაინის მიერ მოთხოვნილი მომსახურების ხარჯიც.
ქვეითთა ამ საბრძოლო მანქანებითა და სარაკეტო სისტემებით HAWK უკრაინის არმიის მომარაგება ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტებით დაიწყო.
23 ივლისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ისევ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს შეთანხმებით, ამერიკულ იარაღს უკრაინისთვის ევროპელი მოკავშირეები შეიძენენ.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც შეერთებულმა შტატებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დათანხმება.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა, რომ -ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა