ნატო-ში -ის ელჩი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე – ყველანი სწრაფად ვმოქმედებთ ამის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის

აშშ ცდილობს უკრაინაში იარაღის სწრაფად მიწოდებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად, რომელიც ევროპას იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდებს და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საკუთარი მარაგებიდან გაყიდვას განიხილავს, -ამის შესახებ ნატო-ში ვაშინგტონის წარმომადგენელმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
„ჩვენ ყველანი სწრაფად ვმოქმედებთ ამის ხელშეწყობისა და განხორციელების მიზნით და ვფიქრობ, რომ საქმეები ძალიან სწრაფად მიდის. მაგრამ ვერ დავადასტურებ თარიღს, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნატო-ში -ის ელჩმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ალიანსის ევროპული სახელმწიფოები ამერიკული იარაღის – განსაკუთრებით კი Patriot-ის სარაკეტო სისტემების – შეძენას და კიევისთვის გადაცემას გეგმავენ, თუმცა კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან შევა ეს სისტემები და რამდენად მალე მოხვდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დაბომბვების ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის