უკრაინიდან გატაცებული ბავშვები – დუმის დეპუტატმა 10 თვის უკრაინელი გოგონა უკანონოდ წაიყვანა და ვინაობა შეუცვალა

ს დუმის ფრაქცია “სამართლიანი რუსეთის” ხელმძღვანელმა სერგეი მირონოვმა და მისმა ახალმა ცოლმა, ინა ვარლამოვამ უკრაინიდან გოგონა წაიყვანეს, მათივე მტკიცებით, უკანონოდ, ვინაობა შეუცვალეს და მის მშობლებად დარეგისტრირდნენ – ინფორმაციას გამოცემა “მნიშვნელოვანი ისტორიები” (რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად აღიარებული) ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 70 წლის დეპუტატისა და მისი 55 წლის ცოლის ქმედებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ომის დანაშაული და გენოციდი.
ჟუნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, ინა ვარლამოვა, რომელიც ოფიციალურად არ არის დაქორწინებული მირონოვზე, ოკუპირებული ხერსონის რეგიონში ბავშვთა სახლს ეწვია. მას თან ახლდა მირონოვის კოლეგა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან იანა ლანტრატოვა. მათ ხერსონიდან მოსკოვში წაიყვანეს ორი ბავშვი – 10 თვის მარგარიტა პროკოპენკო და ორი წლის ილია ვაშჩენკო.
გამოცემის ინფორმაციით, ჩვილს იმ პერიოდში ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოში ბრონქიტზე მკურნალობდნენ, თუმცა რუსების დანიშნულმა ბავშვთა სახლის უფროსმა, გოგონას საავადმყოფოდან გაწერის დაჩქარება მოითხოვა.
გასული წლის დეკემბერში მირონოვმა და მისმა ცოლმა ბავშვს შეუცვალეს დაბადების მოწმობა, დაარეგსტრირეს როგორც რუსეთში დაბადებული, შეუცვალეს სახელიც და “მარინა მირონოვა” დაარქვეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 10 თვის ბავშვი ბიოლოგიურ დედას მიტოვებული ჰყავდა, მამა კი გარდაცვლილია, თუმცა ბავშვს ჰყავს ახლო ნათესავები.
გამოცემამ არაფერი იცის ბავშვთა სახლიდან წაყვანილ მეორე მცირეწლოვანზე – ილია ვაშჩენკოზე, გარდა იმისა, რომ 2023 წლის სექტემბერში რუსეთში მას დაბადების ახალი მოწმობა გაუკეთეს.
წყარო – მთავარი არხი