რუსმა დეპუტატმა მირონოვმა უკრაინიდან გაყვანილი გოგონა იშვილა-„ვაჟნიე ისტორიი“

დუმის დეპუტატმა, პარტია “სამართლიანი -პატრიოტები სიმართლისთვის” ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვი იშვილეს.

10 თვის გოგონას მთლიანად შეუცვალეს პირადი მონაცემები და ახლა მისი გვარი მირონოვაა, ხოლო დაბადების ადგილად მინიშნებულია პოდოლსკი, მოსკოვის რეგიონი. ამის შესახებ პროექტი “ვაჟნიე ისტორიი“ წერს.
დუმის დეპუტატმა, პარტია “სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისთვის” ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვი იშვილეს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს მირონოვის მეუღლე ინა ვარლამოვა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის პირველ მოადგილე, იანა ლანტრატოვასთან ერთად, უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში ჩავიდა.

ხერსონში, მათ მოინახულეს რეგიონული ბავშვთა საავადმყოფო. სტუმრების იქ თან ახლდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული ადგილობრივი ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი ტატიანა ზავალსკაია. მათ მოინახულეს ბავშვთა სახლიდან საავადმყოფოში შეყვანილი ბავშვები და წავიდნენ.

ამ ვიზიტის შემდეგ ზავალსკაიამ საავადმყოფოს ექიმებისგან დაიწყო 10 თვის გოგონასა და ორი წლის ბიჭის განთავისუფლების მოთხოვნა.
ბავშვის შვილად აყვანისთვის რუსეთში, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება. ასეთი შემთხვევები განიხილება სპეციალური თანმიმდევრობით. 2022 წლის ნოემბერში ასეთი საქმე განიხილებოდა მოსკოვის რეგიონის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოში. საქმეში დაინტერესებულ პირად ფიგურირებდა ინა ვარლამოვა.
“ვაჟნიე ისტორიების” თანახმად, მათ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ 2022 წლის დეკემბერში სერგეი მირონოვმა და ინა ვარლამოვამ ხერსონიდან ჩაყვანილი გოგონა იშვილეს. მშვილებლების თხოვნით, ოფიციალურ დოკუმენტებში ბავშვის სახელი და დაბადების ადგილი შეიცვალა.
როგორც “ვაჟნიე ისტორიი” აღნიშნავს, ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა იმ ბავშვების შვილად აყვანის, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გადაიყვანეს.
ადვოკატმა მარია ჩაშჩილოვამ გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით დანაშაულს წარმოადგენს.
სერგეი მირონოვმა, „ვაჟნიე ისტორიის“ მიერ გამოქვეყნებული გამოძიების კომენტირებისას, მას უწოდა “უკრაინული სპეცსამსახურებისა და დასავლელი კურატორებისგან” შექმნილი სიყალბე.

„ყველაფრის უკან ერთი მიზანი დგას იმათი დისკრედიტაცია, ვინც დღეს შეურიგებელ პატრიოტულ პოზიციას იკავებს”, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ „ტვიტერში“).
რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ „ვაჟნიე ისტორიის“ მიერ მასალის გამოქვეყნების განმავლობაში არ გააკეთა კომენტარი მისდამი გაგზავნილი შეკითხვის პასუხად. მანამდე მას ნათქვამი ჰქონდა, რომ ს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაყვანილი ბავშვების შვილად აყვანა არ ხდება, არამედ საქმე ეხება მხოლოდ მეურვეობის ქვეშ მათ აყვანას.
· 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
· სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
· 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი მოსამართლეების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ