უკრაინელი სამხედროები უარყოფენ დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირს

უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება „ტავრია“, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, უარყოფს, რომ კავშირი აქვს ქალაქ დონეცკის ბაზარზე შეტევასთან.
დაჯგუფებამ სოციალური ქსელებით 21 იანვარს, ღამით გაავრცელა განცხადება, რომ ამ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებია. „ტავრია“ წერს, რომ დონეცკი უკრაინაა და რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს უკრაინელებისთვის სიცოცხლის წართმევაზე.
უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკის ტექსტილშჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. ეს რაიონი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით ათ კლომეტრში მდებარეობს.
რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის მტკიცებით, ბაზარ „მერკურიზე“ საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. პუშილინმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
· უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქზე კონტროლი დაკარგა 2014 წლიდან, როცა ადგილობრივმა სეპარატისტებმა, რუსეთის მხარდაჭერით გამოაცხადეს ე.წ. დამოუკიდებლობა და უკრაინის ამ რეგიონს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ უწოდეს.
· 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა და უკრაინის კიდევ სამი ოლქი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე თავის ტერიტორიებად გამოაცხადა. უკრაინის ვერცერთ ამ რეგიონს სრულად ვერ აკონტროლებს და იქ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა