ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ბაზარზე დარტყმას უარყოფენ

უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფმა ტავრია, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, უარყოფს, რომ კავშირი აქვს ქალაქ დონეცკის ბაზარზე დარტყმას.
"რუსები ავრცელებენ ინფორმაციას დონეცკის ბაზარში მომხდარი აფეთქებების შესახებ. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტავრიას დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფები საბრძოლო მოქმედებებზე პასუხისმგებელი არ არის". – წერს ტავრია სოციალურ ქსელში.
უკრაინის შეაირაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფი ტავრია დონეცკის მიმართულებით აწარმოებს ბრძოლებს.
21 იანვარს რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ნაწილში, ტექსტილჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები მოხდა.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის, დენის პუშილინის თქმით, უკრაინამ ბაზარზე საარტილერიო იერიში მიიტანა. რუსული წყაროების ცნობით დაღუპულია 25 და დაშავებულია 24 ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.