ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელი პოლკოვნიკი: ავდიივკას მიმართულებით მწირი წინსვლა რუსეთის ფედერაციას ძალიან ძვირი დაუჯდა

რუსი ოკუპანტები ავდიივკის მიმართულებით ორ კილომეტრამდე დაწინაურდნენ და თითქმის 25 000 ადამიანი დაკარგეს, - ამის შესახებ ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრ შტუპუნმა განაცხადა.

„10 ოქტომბრიდან, როდესაც ოკუპანტი გააქტიურდა, ის ორი კილომეტრით დაწინაურდა. მაგრამ ეს მას ძალიან ძვირი დაუჯდა. 2 თვეში მხოლოდ დონეცკის რეგიონში, ტავრიის საჰაერო თავდაცვის სისტემის ოპერატიულ ზონაში მოწინააღმდეგემ დაკარგა თითქმის 25 ათასი ადამიანი“, - აღნიშნა მან.

მან, ასევე, დაამატა, რომ განადგურებულია 200-მდე ტანკი და 400-ზე მეტი სხვა ჯავშანმანქანა.

„ამ მაჩვენებლების 80% სწორედ ავდიივკას მიმართულებით განადგურდა“, - აღნიშნა პრესმდივანმა.

პოლკოვნიკი აღნიშნავს, რომ დამპყრობელს აქვს უპირატესობა ცოცხალ ძალაში.

ამასთან, მან დასძინა, რომ ოკუპანტების ზოგიერთი დანაყოფი საკმაოდ ძლიერი, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილია, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ თავიანთი სამუშაო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.