გია ვოლსკი – ლაქლაქზეა გადასული ოპოზიციის ნაწილი, ვინც ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას ჩააბარა – არასწორია იმაზე საუბარი, რატომ არ კეთდება რადიკალური განცხადებები, თითქოს ამ განცხადებებით შეიძლება ვითარება შეიცვალოს

ლაქლაქზეა გადასული ოპოზიციის ნაწილი, ვინც ეს ტერიტორიები ს ფედერაციას ჩააბარა – არასწორია იმაზე საუბარი, რატომ არ კეთდება უფრო რადიკალური განცხადებები, თითქოს ამ განცხადებებით შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს! – ასე უპასუხა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის კომისიის ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა მ რუსეთისათვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე დასმულ შეკითხვას.
როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, განცხადება გაკეთდა ყოველთვის, როდესაც ეს საჭირო იყო, მიღებულია შესაბამისი რეზოლუციები და დოკუმენტურად დადასტურებულია პოზიცია, რაც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.
მისივე თქმით, ოპოზიციას ვითარების გართულების სათავისოდ გამოიყენება სურს, მაგრამ „ფაქტია, რომ ამ ვითარების შექმნაში დანაშაული მათ მიუძღვით“. „ს „პარლამენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია – ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება. ვიცით საერთაშორისო დამოკიდებულება, საერთაშორისო სანქციები და დამოკიდებულება ოკუპაციასთან დაკავშირებით ცნობილია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს