ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა 4 ოლქში რუსების 18 დრონიდან 17 გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 18 დრონით და „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, უკრაინელებმა 17 დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსებმა რაკეტები რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ტერიტორიიდან გაუშვეს, დრონები კი - ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან.
რუსეთის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.