უკრაინელებმა რუსების 27 დრონიდან 22 ჩამოაგდეს
რუსული ძალები წუხელ უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 27 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა 22 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა 22 „შაჰედი“ ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და პოლტავას ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ქალაქ კურსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.