ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა შავ ზღვაში რუსულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც გემი მწყობრიდან გამოვიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, 10 სექტემბერს სპეცრაზმმა რუსულ გემს ქალაქ ნოვოროსიისკის მახლობლად მდებარე წყლებში დაარტყა.
„უკრაინული წარმოების დრონით ზუსტი დარტყმა განხორციელდა გემის მართვის ცენტრში, სადაც ნავიგაციისა და საკომუნიკაციო სისტემებია განთავსებული. დარტყმის შედეგად განადგურდა მტრის გემზე არსებული რადიოელექტრონული დაზვერვის აღჭურვილობა, თავად გემი მწყობრიდან გამოვიდა და ხანგრძლივი შეკეთება ესაჭიროება“, - აცხადებს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო.
უწყების ინფორმაციით, დარტყმის მომენტში MPSV07-ის ტიპის მრავალფუნქციური გემი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი დოლარია, ნოვოროსიისკის მახლობლად პატრულირებდა და რადიოელექტრონულ დაზვერვას ახორციელებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.