პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ლუგანსკში ნავთობბაზას შეუტიეს

უკრაინელებმა რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ლუგანსკში ნავთობბაზას შეუტიეს

უკრაინელებმა რუსეთის რიაზანში ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე ნავთობბაზაზე დარტყმები განხორციელეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდმა დაადასტურა.
მისი თქმით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის ოთხი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია, უპილოტო სისტემების ძალების მე-14 პოლკმა, სპეციალური ოპერაციების ძალებმა, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და შეიარაღებული ძალების სხვა ნაწილებმა დაარტყეს.
ლუგანსკის ნავთობბაზაზე კი იერიში უპილოტო სისტემების ძალების მე-14 პოლკმა მიიტანა.
ცნობისთვის, მანამდე გავრცლდა ინფორმაცია, რომ 5 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, დრონით თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.