ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში 8–9 ნოემბრის ღამეს აფეთქებები მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, რაკეტების სამიზნე ვორონეჟ–1-ის თბოელექტროსადგური გახდა.
ამასთან ერთად, თბოელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ იწერებიან ადგილობრივი Telegram არხები.
ცნობისთვის, ვორონეჟ–1 არის ვორონეჟისთვის გათბობის უმსხვილესი მიმწოდებელი, რომელიც გათბობით უზრუნველყოფს ქალაქის ოთხ რაიონსა და ათასზე მეტ საწარმოს.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 8–9 ნოემბრის ღამეს ბრიანსკის ოლქის თავზე 43 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 1 – როსტოვის ოლქის თავზე.
თუმცა სამინისტროს ვორონეჟის თბოელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.