ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 45 დრონიდან 40 ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის 45 დრონი გაუშვეს, უკრაინულმა ძალებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 40 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები განადგურდა კიევის, ვინიცას, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ჩერკასის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.