უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 72 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 72 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 131 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 72 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 59 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა და მიზანს ვერ მიაღწია.
„პოლტავისა და ჩერკასის ოლქებში შენობები და კერძო სახლები დაზიანდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესის,ზაპოროჟიეს, რივნესა და დონეცკის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს