არქივი31 დეკემბერი, 2024, 15:51
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 16 დრონი და 6 რაკეტა, მათ შორის „კინჟალი“, გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა 31 დეკემბრის ღამეს უკრაინას 61 დრონით და რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მტრის 6 რაკეტა და 16 დრონი გაანადგურა, კიდევ 24-მა დრონმა სამიზნეებს ვერ მიაღწია.
უკრაინულმა ძალებმა საბრძოლო მუშაობის შედეგად აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ Х-47М2, X-69 ტიპის 5 მართვადი რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონი გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.