არქივი14 მაისი, 2024, 06:12
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 18 დრონი და ერთი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა დრონები კიევის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.