ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში დრონებით შეტევის შედეგად სვიატოშინსკის და დარნიცკის რაიონებში მრავალსართულიანი შენობები დაზიანდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ჩვილი. დაშავდა 13 ადამიანი.
რუსების თავდასხმის შედეგად, სვიატოშინსკის რაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობა სერიოზულად დაზიანდა - მე-4-8 სართულები ნაწილობრივ განადგურდა.
ასევე, დაფიქსირდა დარტყმა თექვსმეტსართულიან შენობაზე, რის შედეგადაც მე-15 და მე-16 სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
გარდა ამისა, ხანძარი კიდევ ორ ცხრასართულიან კორპუსში გაჩნდა.
რუსებმა დრონებით და რაკეტებით კრივი-რიჰსაც შეუტიეს. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და სამი ადამიანი დაშავდა.
მასიურად დაბომბეს პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუკი. ათობით აფეთქება მოხდა და ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „უკრზალიზნიცას“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად პოლტავის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მატარებლების ნაწილმა მარშრუტი შეცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.