ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 39 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 39 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა კიროვოგრადის, კიევის, სუმისა და პოლტავის ოლქებში რუსული ძალების მიერ გაშვებული 39 დრონი ჩამოაგდეს, 21 დრონი გაუჩინარდა, ხოლო 5 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-31-ის ტიპის მართვადი რაკეტა და 71 დრონი გაუშვეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული დრონების თავდასხმების შედეგად, კიევის რაიონებში, ასევე, პოლტავის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში შენობები დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.