ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვომიხაილოვკა გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვომიხაილოვკა გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით, ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის ძალებმა, კერძოდ, ქვედანაყოფმა „არტანმა“ და მესამე სადესანტო ბრიგადის მე-2 სადესანტო ბატალიონმა განახორციელეს -ოკუპანტები განდევნეს და ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი აღადგინეს.
„მტერმა პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით ასეული დაკარგა და იძულებული გახდა, რეზერვები ფრონტის სხვა ნაწილებიდან გადაეყვანა“, - განაცხადეს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სოფლები : ზელენი გაი, იხაილოვკა და ვლადიმიროვკა გაათავისუფლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.