ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ სირსკი - უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან სამი დასახლებული პუნქტი გაწმინდეს

ალექსანდრ სირსკი - უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან სამი დასახლებული პუნქტი გაწმინდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კონტრშეტევა წარმატებით განახორციელეს და სამი დასახლებული პუნქტი - მიხაილოვკა, ზელენი გაი და ვლადიმიროვკა - რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პოკროვსკის მიმართულება ფრონტზე ყველაზე რთულ მიმართულებად რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ხაზი გაუსვა, რომ მტრის უპირატესობის მიუხედავად უკრაინელი სამხედროები პოკროვსკის დაცვას აგრძელებენ.
„სიტუაცია მართლაც რთულია, მტერმა ძირითადი ძალისხმევა ფრონტის ამ მონაკვეთზე მიმართა. მაგრამ ჩვენ ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. სამხედრო ოპერაციების ორგანიზებაში დახმარების გაწევა უზრუნველყოფილი იქნება.
დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონების და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის საკითხები მოგვარებულია“, - წერს სირსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.