უკრაინა: ჩერნობილს რუსული დრონი მოხვდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ განცხადებით, ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე რუსული დრონის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება.
“მონიტორინგი გრძელდება და სიტუაცია კონტროლის ქვეშაა”, – განაცხადა სააგენტომ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და ასევე გაავრცელა ვიდეო-მასალა, რომლის თანახმადაც რუსული დრონი ჩერნობილის მე-4 რეაქტორის სარკოფაგს წუხელ დაეჯახა.
ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგური ქვეყნის ჩრდილოეთში, ბელარუსის საზღვართან მდებარეობს. ჩერნობილის ატომურ სადგურს რკინის კონსტრუქცია ე.წ. სარკოფაგი იცავს. სწორედ ამ კონსტრუქციას მოხვდა დრონი.
1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, რეაქტორზე მომუშავე 2 სპეციალისტი ადგილზევე დაიღუპა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო. რეაქტორის გარშემო 30 –კილომეტრიანი პერიმეტრი კატასტროფის ზონად გამოცხადდა, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ პრიპიატიდან 200 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს. რადიაციული ღრუბელი გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც, რადიაციული ფონის მომატება შეინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…