ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია სანდუ - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთა - რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა

მაია სანდუ - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთა - რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა

რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთა. „შაჰედის“ დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, ორი მათგანი ჩვენს მიწაზე აფეთქდა, რამაც მოლდოველი ხალხის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. რუსეთი საზღვრებს პატივს არ სცემს, ტერორს ავრცელებს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის“, - წერს მაია სანდუ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 140 დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 85 გაანადგურეს, ხოლო 52 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.