ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ჩამოვაგდეთ 3 რუსული ავიაგამანადგურებელი CУ-34

22 დეკემბერს უკრაინელებმა სამი რუსული ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.
"22 დეკემბრის ღამეს რუსული შაჰედის ნამსხვრევებზე შევნიშნეთ წარწერა "მოკვდით ბოზ*ბო". მიიღეთ ჩვენი პასუხი! დღეს, შუადღეს, სამხრეთის მიმართულებით, განადგურებულია 3 Cу-34 ტიპის თვითმფრინავი. მარადიულ ფრენას გისურვებთ, "ძმებო""! – წერს ოლეშუკი.
ოლეშუკმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის საჰაერო ძალების მებრძოლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.