უკრაინა უახლოეს მომავალში პარტნიორებისგან დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს

უკრაინამ დაადასტურა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან უახლოეს მომავალში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს, მათ შორის, შვედური “გრიპენის” ტიპის თვითმფრინავებს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ივან გავრილიუკმა ისაუბრა.

გავრილიუკმა განაცხადა, რომ კიევი შვედური “გრიპენის”, ფრანგული “მირაჟის” და ამერიკული F-16-ების მიწოდებას ელოდება.

მიუხედავად მას არ დაუკონკრეტებია მიწოდების თარიღების ან თვითმფრინავების რაოდენობა.

“მოდი ასე ვთქვათ: როდესაც მათ უკრაინის თავზე დაინახავთ, მაშინ მიხვდებით”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო