საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ ტრანშს, 880 მილიონ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინის გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მესამე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 880 მილიონი დოლარის, მიღებას შეძლებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს დაასრულა გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მესამე მიმოხილვა უკრაინისთვის. ეს დაახლოებით 880 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის გამოყოფის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, გევინ გრეიმ.
მისი თქმით, დაფინანსების ახალი პაკეტის უკრაინაში ანგარიშებზე გადარიცხვა, შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ დღეში განხორციელდეს.
ფონდში აცხადებენ, რომ აუცილებელია, უკრაინამ რეფორმების სტაბილური იმპულსი შეინარჩუნოს. ეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ფისკალური მდგრადობის აღსადგენად, ინსტიტუციური რეფორმების გასაძლიერებლად და რეკონსტრუქციისა და ევროინტეგრაციის მცდელობებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ