ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: რუსების გაშვებული 31 დრონიდან 23 ჩამოვაგდეთ

10 თებერვლის ღამით რუსებმა იერიში მიიტანეს Shahed-136/131-ის ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან უკრაინამ 23 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
ოკუპანტებმა დრონები ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დრონები ოდესისა და ხარკოვის ოლქებში განადგურდა.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.