ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: რუსების გაშვებული 16 დრონიდან 10 გავანადგურეთ

9 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ 10 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
"საბრძოლო სამუშაოების შედეგად განადგურდა Shahed-ის ტიპის 10 დრონი ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში". - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმისა და კურსკის ოლქის ტერიტორიებიდან გაუშვეს.
უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილები.
9 თებერვალს ღამით რუსი სამხედროები დრონებით თავს დაესხნენ ხარკოვის ოლქს, რის შედეგადაც ზმიევსკაიას თემში ხანძარი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და დაშავდა ერთი ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.