ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 26 დრონი გავანადგურეთ

28 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 26 რუსული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-არხანგელსკის ტერიტორიიდან ააფრინეს. დრონები ჩამოგდებულია კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში.
შეტევის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ არის.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.