ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 17 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 18 მარტის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან განადგურებულია 17.
"საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჩამოგდებული 17 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. დრონები განადგურებულია კიევის, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცკის, ზაპოროჟისა და როვენის ოლქებში". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
ოკუპანტებმა დრონების რუსული ქალაქიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან ააფრინეს.
გარდა ამისა, რუსეთმა ხარკოვის ოლქზე C-300 ტიპის 5 რაკეტით მიიტანეს იერიში, ხოლო სუმის ოლქი 2 მართვადი საავიაციო X-59 ტიპის რაკეტებით დაიბომბა.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.