ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 16 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 მარტს რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 14 განადგურებულია.
დრონები აფრინდა ოკუპირებული ყირიმიდან და შავი ზღვის აკვატორიიდან. შეტევა ოდესისა და ნიკოლაევის ოლქის მიმართულებით მიმდინარეობდა.
უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებისგან ოდესაში დაზიანდა 2 აგროსაწარმო. ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურმა უკვე ჩააქრო.
გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა 7 რაკეტა გაისროლეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.