ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი კეკელიძე: ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც ...

მწერალი გიორგი კეკელიძე კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც, ზუსტად ვიცი, ახლა იქედნური ქირქილით ჯოჯოხეთში მიუჩენს ადგილს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. იგი, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.