უკრაინა მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის პროდუქტის საიმპორტო საბაჟო გადასახადის შეჩერების გაგრძელებაზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მიესალმა ევროკავშირის წინასწარ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე საიმპორტო საბაჟო გადასახადის შეჩერება.
ეს გადაწყვეტილება 20 მარტს მიიღეს. „კარგი ამბებია ბრიუსელიდან. ევროპულმა საბჭომ და პარლამენტმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინის პროდუქტზე საიმპორტო გადასახადსა და კვოტებზე შეჩერების გაგრძელების შესახებ 2025 წლის ივნისამდე. მადლობა [ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის] დომბროვსკისს, ევროკავშირის საბჭოს, ბელგიას, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანას“, – დაწერა შმიგალმა X-ზე – ყოფილ ტვიტერზე.
ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს 20 მარტის განცხადებით, მოლაპარაკების მონაწილეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომების შესახებ უკრაინასთან, რომლის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის გამო.
„უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე საიმპორტო გადასახადების და კვოტების დროებითი შეჩერება გაგრძელდება კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 5 ივნისამდე, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის აგრესიულ ომში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს „ფრინველის ხორცის, კვერცხის, შაქრის, შვრიის, სიმინდის, ბურღულის და თაფლის გადაჭარბებული იმპორტის შემთხვევაში „საგანგებო დამუხრუჭებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის