ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონელი ფერმერები აძლიერებენ პროტესტს "ჯალათი" ევროკავშირის წინააღმდეგ

20 მარტს პოლონელმა ფერმერებმა გზები გადაკეტეს ტრაქტორებით მზარდი პროტესტის ნიშნად ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და იაფი სასოფლო -სამეურნეო სასურსათო პროდუქტების იმპორტის წინააღმდეგ მეზობელი უკრაინიდან.
20 მარტს გავრცელდა ცნობა, ევროკავშირის წინასწარი გადაწყვეტილების შესახებ, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე საიმპორტო საბაჭო გადასახადის შეჩერება.
Reuters -ის თანახმად, პოლონელი ფერმერების პლაკატებზე გამოსახული იყო ფერმერი, რომელიც სახრჩობელაზე ქანაობს ქარის ელექტროსადგურების გვერდით და ჯალათი- ევროკავშირის სიმბოლიკით. იქვეა წარწერა: "მწვანე გარიგება პოლონეთის სოფლის მეურნეობის სიკვდილის ტოლფასია".
ფერმერები პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში ბოლო თვეებში პროტესტს გამოთქვამდნენ მოთხოვნით, რომ უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ხელახლა დაწესდეს საბაჟო გადასახადები, რომლებიც 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ გაუქმდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.