არქივი8 აგვისტო, 2024, 17:22
უკრაინა მექსიკას პუტინის დაკავებას სთხოვს თუ ის ინაუგურაციას დაესწრება
მექსიკაში უკრაინის საელჩომ ხელისუფლებას სთხოვა დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. მექსიკის არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია, პირველ ოქტომბერს გაიმართება.
7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, უკრაინის საელჩო ამბობს, რომ კიევი „დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა შეასრულებს“ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს. რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის, 2023 წლის მარტში გასცა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.