ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა მექსიკას მიმართავს დააკავოს პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა

უკრაინა მექსიკას მიმართავს დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუკი ის მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა.
უკრაინა პუტინის დაკავებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე ითხოვს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი 2023 წლის მარტში გამოსცა.
„ვიმედოვნებთ, მექსიკის მთავრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმირ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებასა და იძულებით დეპორტაციაში, რომლის დაკავების ორდერი გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქციასაც მექსიკა აღიარებს“, – ნათქვამია მექსიკაში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
მექსიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი. როგორც უკრაინული მედია წერს, ინაუგურაციაზე მოწვევა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტს გაუგზავნეს, მათ შორის, ერთ-ერთი ოფიციალური მოწვევა პუტინმაც მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.