უკრაინა და რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ჯარებმა 30 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. ქალაქ ხარკოვში და დნეპროპეტროვსკის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში სამი ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია სახლები და სუპერმარკეტი.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში დანგრეულია სატრანსპორტო საწარმო და დაზიანებულია რკინიგზის სადგური. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, ერთი ადამიანი დაშავდა მეჟევსკის რაიონშიც, სადაც დაზიანებულია ორი სამოქალაქო საწარმო.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 78 დრონი, მათგან 8 – რეაქტიული. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში მოიგერიეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი. შვიდ ადგილზე დაფიქსირებულია 27 დრონით პირდაპირი დარტყმა.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, 30 ივლისს უკრაინული დრონით დარტყმა იყო ქალაქ ბელგოროდის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლზე, სადაც 10 ბინა და ფასადი დაზიანდა.
გლადკოვის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტ რჟევკაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ტრადიციულად დილაობით აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინული დრონების „გზად დაჭერასა და განადგურებაზე“ ბელგოროდის ოლქის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია