უკრაინა აცხადებს, რომ ყირიმში დრონებით დაარტყეს რუსულ სამხედრო აეროდრომს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 4 აგვისტოს, დღისით განაცხადა, რომ გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომ „საკის“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შავ ზღვაზე რუსეთის ოპერაციებისთვის გადამწყვეტ საავიაციო ბაზაზე დარტყმის შედეგად ზიანი მიაყენეს სამ თვითმფრინავს სუ-24, სრულად გაანადგურეს თვითმფრინავი სუ-30სმ და ამ ტიპის კიდევ ერთი თვითმფრინავი დააზიანეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, რადგან მხოლოდ ერთი სუ-30სმ 35 მილიონიდან 50 მილიონ დოლარამდე ღირს.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ეს სამხედრო აეროდრომი 2022 წლის აგვისტოდან რამდენჯერმე იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.
2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ აეროდრომ „საკიზე“ დისლოცირებულია რუსეთის 43-ე საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკი.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხები გამთენიისას იუწყებოდნენ აეროდრომ „საკის“ რაიონში აფეთქებების შესახებ.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმში და 18 – შავი ზღვის აკვატორიაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია