უკრაინა და რუსეთი კურსკის ოლქში ცხარე ბრძოლების ფონზე წარმატებას იტყობინებიან
უკრაინამ ტყვედ ჩაიგდო 102 რუსი ჯარისკაცი კურსკის ოლქში, აცნობა რადიო თავისუფლებას უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმირებულმა წყარომ.
ეს ინფორმაცია ერთია იმ მრავალ ურთიერთგამომრიცხავ ცნობას შორის, რომლებსაც ორივე მხარე ავრცელებს რუსეთის დასავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედების შესახებ.
„ეს არის უკრაინის უშიშროების ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგი“ - განაცხადა წყარომ წინა დღეს.
Telegram- არხი, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებულა, იტყობინებოდა, რომ 14 აგვისტოს „ასზე მეტი რუსი“ ჩაბარდა ტყვედ მას მერე, რაც ისინი „მეთაურებმა მიატოვეს.“
არ არის ცხადი ეხება თუ არა საქმე რუსეთი ჯარისკაცები ერთსა და იმავე ჯგუფს.
უკრაინის სამხედრო მეთაურმა, გენერალ პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირკიმ განაცხადა, რომ იქმნება კურსკის ოლქის იმ არეალების სამხედრო კომენდატურა, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.
კომენდატურის ამოცანაა უზრუნველყოფს სამოქალაქო მოსახლეობის წესრიგი და უსაფრთხოება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.