ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პენტაგონი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე - უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად

პენტაგონი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების ოპერაციას ესკალაციის საფრთხედ არ მიიჩნევს, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.
კითხვაზე, გაწუხებთ თუ არა ის, რომ რუსეთი ამ თავდასხმის გამო დაძაბულობის ესკალაციას მოახდენს, მათ შორის აშშ-სთან, საბრინა სინგმა უპასუხა.
„არ ვთვლით, რომ ეს რაიმე ფორმით ესკალაციაა. უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორია დაიბრუნოს“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შესაძლებლობებითა და სისტემებით, რაც მათ სჭირდებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.