უკრაინა და პორტუგალია უკრაინული საზღვაო დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და პორტუგალია უკრაინული საზღვაო დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ ალექსანდრ კამიშინმა განაცხადა.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი უეკიპაჟო კატერები იდეალურად მუშაობენ რუსული სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ. ახლა ისინი პორტუგალიას ზღვიდან ევროპის დაცვაში დაეხმარებიან“, – დაწერა კამიშინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ გამოაქვეყნა, ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აწერენ დოკუმენტს ხელს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო, რომელიც კიევში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?