ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხედრო დრონების წარმოებაზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იხარჯება - რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი სამხედრო დრონი (bm.ge)

სამხედრო დრონების წარმოებაზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იხარჯება - რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი სამხედრო დრონი (bm.ge)

სამხედრო დრონი ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემის საკვანძო ნაწილია, რადგან დრონის წარმოება თვითმფრინავთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია, მისი შენახვა და ოპერირება ნაკლებ სირთულეებთანაა დაკავშირებული და რაც მთავარია, დრონს არ ჰყავს პილოტი, ანუ ის არ შეიცავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკს.
დრონების ეფექტიანობასთან დაკავშირებით ყველანაირი ეჭვი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გაქრა, სადაც არაერთხელ დამტკიცდა, თუ რაოდენ ეფექტიანად შეიძლება ამ ტექნოლოგიის გამოყენება, განსაკუთრებით ოპერაცია „აბლაბუდას“ შემდეგ.
დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები სამხედრო დრონების წარმოებაზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ და მათ არსენალში შეხვდებით როგორც მცირე ზომის, სადაზვერვო დრონებს, ასევე თითქმის ავიაგამანადგურებლის სიმძლავრის MQ-1 Predator-სა და MQ-9 Reaper-ს.
სამხედრო დრონების რაოდენობით, როგორც წესი, ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოები ლიდერობენ, მათი ტოპ ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. აშშ - 11,000 ერთეული
2. ჩინეთი - 5,000 ერთეული
3. რუსეთი - 3,000 ერთეული
4. ისრაელი - 1,500 ერთეული
5. თურქეთი - 1,000 ერთეული

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.