ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: განადგურებულია 14 რუსული დრონი

15 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. სულ ოკუპანტებმა 14 დრონი ააფრინეს.
"მტრის 14-ივე უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა ნიკოლაევის, ხერსონის, ხმელნიცკისა და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს". – იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.
უპილოტო საფრენი აპარატები კრასნოდარის მხრიდან, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან იყო გამოშვებული.
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.